2021 წლის 11 თებერვალს ცნობილი შვედი სუპერმოდელი – ელსა ჰოსკი პირველად გახდა დედა! 32 წლის ლამაზმანს ქალიშვილი- ტუულიკი ჯოან დელი ეყოლა, რომლის კადრებსაც გამომწერები ყოველთვის დიდი სიამოვნებით იწონებენ.
თუმცა გარდა ამისა, გოგონა მოდური ჩაცმულობებითაც გამოირჩევა და ამჯერად ქართველი დიზაინერის – ანუკი არეშიძის საბავშვო ხაზის Nicolas Kidswear-ის მომხმარებელი “გახდა” და მისი ბრენდის კომბინიზონი მოირგო, რომლის ფოტოც ანუკიმ საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა.