ბლეიკ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა 10 წლის შემდეგ პირველი პაემანი გაიმეორეს

ბლეიკ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა 10 წლის შემდეგ პირველი პაემანი გაიმეორეს

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილია. მათ საზოგადოებას თავი სოციალურ ქსელებში ერთმანეთის დატროლვით კიდევ უფრო შეაყვარეს. როგორც ჩანს, მათი პირველი პაემანიც განსაკუთრებული იყო, რადგან ბლეიკმა და რაიანმა 10 წლის შემდეგ ის ხელახლა გაიმეორეს და შთაბეჭდილებები ინსტაგრამზე გაგვიზიარეს.

რაიანი და ბლეიკი ერთმანეთს 10 წლის წინ ბოსტონში მდებარე იაპონურ რესტორანში შეხვდნენ. განმეორებით პირველ პაემანზეც სწორედ ამ ადგილს ესტუმრნენ.

"ეს ადგილი რომ არა, ერთად არ ვიქნებოდით. არ ვხუმრობ. ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის არც ერთი რესტორანია", — ვკითხულობთ ბლეიკის მიერ ინსტაგრამის სთორიში დადებულ ფოტოზე, რომელშიც რაიანი რესტორნის წინ პოზიორობს.

რაიანმა გამომწერებს ბლეიკთან ერთად რესტორნის წინ გადაღებული ფოტოც გაუზიარა:

"ამას კიდევ ერთხელ ვპოსტავ, რადგან ჩემი ცოლის საყვარელი საყურეები ჩამოვჭერი. მან უკეთესად გამწვრთნა. მაპატიეთ, თუ იმედი გაგიცრუეთ", — წერს რაიანი.

"სწორია", — პასუხობს ბლეიკი საკუთარ ინსტაგრამზე.

"10 წლის შემდეგ პირველ პაემანზე ისევ დავდივართ, თუმცა უფრო კომფორტული ფეხსაცმელებით", — წერს ბლეიკი.