უეს ანდერსონის ჯადოსნურ სამყაროს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატება.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ უეს ანდერსონის შემდეგ ფილმში ფორესტ გამპის მსახიობი, ტომ ჰენკსი გამოჩნდება. როგორც ცნობილია, ეს ოსკაროსანი მსახიობი მომავალ ფილმში მცირე როლს მოირგებს, რომლის დეტალებიც ჯერ დაუზუსტებელია, მაგრამ აქედანვე თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაყურებელს სასიამოვნო სიურპრიზით გაახარებს.
ჯერჯერობით უცნობია ისიც, თუ რა ერქმევა ანდერსონის შემდეგ ფილმს. მხოლოდ ის ვიცით, რომ მასში ასევე მონაწილეობენ ტილდა სუინტონი, ბილ მარი და ედრიენ ბროუდი და გადაღებები ესპანეთში გაიმართება.
ტომ ჰენკს წარსულში უთანამშრომლია ისეთ ცნობილ კინორეჟისორებთან, როგორებიც სტივენ სპილბერგი, რობერტ ზემეკისი თუ ძმები კოენები არიან. მათ რიცხვს მალე უეს ანდერსონიც შეემატება და მომავალი ფილმი მათი პირველი კოლაბორაციის შედეგი იქნება.