ბილ და მელინდა გეითსები ოფიციალურად განქორწინდნენ

ბილ და მელინდა გეითსები ოფიციალურად განქორწინდნენ

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი, ამერიკელი მილიარდერი ბილ გეითსი და მისი ცოლი მელინდა გეითსი ოფიციალურად განქორწინდნენ. ამის შესახებ Business Insider-ი წერს. სასამართლომ გადაწყვეტილება 2 აგვისტოს მიიღო.

როგორც სასამართლოს დოკუმენტებში წერია, ყოფილი ცოლ-ქმარი ქონების, ვალებისა და სასამართლო ხარჯების გაყოფაზე შეთანხმდა.

ბილ და მელინდა გეითსების 27-წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ 4 მაისს გახდა ცნობილი. მათ სამი შვილი ჰყავთ.