ჩვენი მეგობარი, გია იაკობაშვილი უკვე მერამდენედ დაბლოკა ფეისბუქმა! მისი დევნა გამონაკლისი არ არის, მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან:
ვინც გიას იცნობს, უთუოდ დაგვეთანხმება, რომ იგი სწორედაც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ჟურნალისტიკის და რაც მთავარია, პირუთვნელობის, სიმართლის პირში თქმის, როგორც ჟურნალისტური სინდისის, სამაგალითო სახეა უკვე ათწლეულების განმავლობაში.
სააკაშვილის რეჟიმის დროს გია იაკობაშვილს წაართვეს ინტერნეტგამოცემა presa.ge და უბოძეს პარტიულ ჟურნალისტს გიორგი კაპანაძეს. აი, ის კაპანაძე, წინა კვირას რომ თავზე წყალი გადაასხეს მეზობლებმა.
გია იაკობაშვილის for.ge - სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის, სიმართლისთვის მებრძოლ ინტერნეტ-გამოცემათა ფლაგმანია!
გია იაკობაშვილის დაბლოკვა - ჟურნალისტური სინდისისა და თავისუფალი სიტყვის უკანონო, სწორედაც რომ შეხედულებების გამო დევნა და დაპატიმრებაა!
გია იაკობაშვილი დღეს სწორედაც სინდისის ფეისბუქ-პატიმარია!
მართალია სააკაშვილის რეჟიმი სახელმწიფო ხელისუფლებას ვეღარ ფლობს, მაგრამ, ჩვენდა სავალალოდ, ფეისბუქ და ინტერნეტ-სივრცეში კიდევ ფლობს ბოროტ ძალაუფლებას და კვლავაც სჩადის იგივე დანაშაულებს, ოღონდ ამჟამად - ვირტუალურად: სდევნის, შეურაცხყოფს, „ჩარეცხავს“, ატერორებს, არაადამიანური მოპყრობით - ბულინგით აწამებს, ხოლო თუ შეძლებს, - კლავს კიდეც!
ინტერნეტ-სივრცეში ამ სიბოროტეს - თავისუფალი სიტყვის სასიტკ დევნა-შევიწრივოებას, ვირტუალური ტერორის ორგანიზებული სახე აქვს. მას ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია - „მედიის განვითარების ფონდი“ - სინამდვილეში ნაცების პარტიული ქვედანაყოფი, რომლის მუშაკთა სახელი - ლეგიონია, ახორციელებს. ამ ლეგიონს განაგებს ნაცების ცნობილი მედია-ზონდერი - თამარ კინწურაშვილი, რომელიც არა მხოლოდ ინტერნეტ-ცენზორია, არამედ ჩვენდა სავალალოდ, მედია-ინკვიზიტორისა და ჯალათის ფუნქციებსაც ითავსებს: როგორც და როცა მოეპრიანება, ინკვიზიცურად მსჯავრი გამოაქვს და სადამსჯელო ზომებსაც მიმართავს, რადგან მისი ინკვიზიციური „რაპორტებით“ ფეისბუქი ლამის ავტომატურად ბლოკავს, ე.ი. ვირტუალურად აპატიმრებს ამ სოციალური ქსელის ნებისმიერ აქტიურ მონაწილეს, რომელსაც სიმართლის თქმა-გავრცელებაში ეს ფეისბუქ-ინკვიზიტორი „დამნაშავედ“ მიიჩნევს. რა გასაკვირია, რომ გია იაკობაშვილი წარამარა ხვდება ამ მედია-ჯალათის „შავ სიაში“ და უკვე მერამდენედ იბლოკება, ანუ - პატიმრდება, ვინ მოთვლის?
როდემდე?! „აკი გადავარდაო, კაცოო?!“
საქართველოს იურისდიქცია ფეისბუქზე არ ვრცელდება. სამაგიეროდ, ფეისბუქის იურისდიქცია შეუფერხებლად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე და, როცა ამ იურისდიქციას ნაც-ინკვიზიტორი და მედია-ჯალათი ახორციელებს, ხდება საქართველოს ვირტუალური ოკუპაცია, თავისუფლების ხელყოფა, პერმანენტული აგრესია, სიმართლის განუწყვეტელი ვირტუალური დევნა და ტერორი!
ძირს ფეისბუქ-ზონდერები! ძირს ფეისბუქის ნაც-ინკვიზიცია!
თავისუფლება სინდისის უკანონო ფეისბუქ-პატიმრებს! თავისუფლება გია იაკობაშვილს!
ქ-ნი ლორა თორნტონი რომ აშკარად გვემუქრება - ამერიკის მოთმინება უსასრულო არ არისო... ალბათ ვერ წარმოუდგენია, რომ საქართველოს მოთმენებასაც შეიძლება ჰქონდეს ბოლო!
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს იმ სტატუსითაც კი არ აღიქვამთ, რაც სსრკ-ს შემადგენლობაში ჰქონდა და აშკარად მიგვანიშნებთ, რომ კოლონიად უნდა ვიგრძნოთ თავი!..
ისე, ნუ იზამთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველომ ჩაატაროს რეფერენდუმი და საკუთარ მოსახლეობას ჰკითხოს: ჰქონდა თუ არა აზრი ერთი ბატონის შეცვლას მეორეთი?
გარწმუნებთ, პასუხი ძალიან არ მოგეწონებათ!
თქვენს მიდგომას - კი, ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილიო, - არც ერთხელ არ დაუყრია ხეირი თქვენთვის!
თავისუფლება სინდისის უკანონო ფეისბუქ-პატიმარ გია იაკობაშვილს!