დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი მეუღლე მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ euronews-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კერი ჯონსონმა ორსულობის შესახებ Instagram-ზე დაწერა და ასევე გაამხილა, რომ რამდენიმე თვის წინ მუცელი მოეშალა.
„წლის დასაწყისში მუცელი მომეშალა, გულგატეხილი ვიყავი. თავს საოცრად დალოცვილად ვგრძნობ, რადგან ისევ ორსულად ვარ, მაგრამ ამავდროულად ძალიან ვნერვიულობ“, - წერს ჯონსონი.
ბავშვი სავარაუდოდ შობას დაიბადება.
ჯონსონების პირველი შვილი 2020 წლის 29 აპრილს გაჩნდა.