კანიე უესტის ალბომის მორიგი პრეზენტაციის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა

კანიე უესტის ალბომის მორიგი პრეზენტაციის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა

კანიე უესტი ატლანტაში სტადიონზე Mercedes-Benz მორიგ კონცერტს 5 აგვისტოს გამართავს. ამის შესახებ Billboard-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიება რეპერის მე-10 ალბომის, Donda-ს გამოსვლას ეძღვნება, შორს კრეატიული დირექტორი კი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა. ბილეთების გაყიდვა 2 აგვისტოს დაიწყება, მათი ღირებულება კი 30-75 დოლარი იქნება.

ალბომი Donda 23 ივლისს უნდა გამოსულიყო. ამ დღეს სტადიონზე ნამუშევრის პრეზენტაციაც გაიმართა, თუმცა ღონისძიების ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რელიზი 6 აგვისტომდე გადაიდო. ამის შემდეგ უესტი სტადიონზე დარჩა საცხოვრებლად და სწორედ იქ დაასრულა ალბომზე მუშაობა.