პოპვარსკვლავი კრის ვუ გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

პოპვარსკვლავი კრის ვუ გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ჩინელ-კანადელი პოპვარსკვლავი, კრის ვუ, პეკინში, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

მიზეზი 19 წლის სტუდენტის განცხადებაა, რომელიც ამბობს, რომ 17 წლის იყო, როცა ვუმ, პაემნის დროს გააუპატიურა.

ბრალდების გამო, მომღერალთან თანამშრომლობა არაერთმა ძვირადღირებულმა ბრენდმა შეწყვიტა. 30 წლის ვარსკვლავი ბრალდებას უარყოფს.

ამბავს ჩინეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ირკვევა, რომ 31 ივლისის საღამოს, პოპულარულ ჩინურ მიკრობლოგზე, Weibo-ზე, კრის ვუს დაკავების ამბავს მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებდნენ. მრავალმა ინტერნეტმომხმარებელმა მომღერლის სოციალური ქსელის გვერდზე დაწერა: „გაეთრიე ჩინეთიდან“.

ვუ ცნობილი ბიჭების ბენდის, EXO-ს წევრობის შემდეგ გახდა. 2014 წელს, მან ჯგუფი დატოვა და მომღერლის, მოდელისა და მსახიობის წარმატებული კარიერა დაიწყო.

მომღერალს ყველაზე დიდი პოპულარობა 2018 წელს ჩაწერილმა სიმღერამ - November Rain-მა მოუტანა.