ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ღია, დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველანაირი დესტრუქცია აღკვეთილი იქნება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების გარდა პოლიტიკაში არსებობს ე.წ. ოპოზიციაც, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც ადამიანის გარდაცვალებით უნდათ ქვეყნის დაზიანება, ყოველთვის შეეცდებიან, რომ მათი პოლიტიკა იყოს მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული, თუმცა ყველანაირი დესტრუქცია იქნება აღკვეთილი", - განაცხადა ქადაგიშვილმა.