ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მათ ზრახვებს განხორციელება არ უწერია, ისინი ვერ ეღირსებიან, რომ საქართველო როგორმე დააშორონ დასავლურ სტრუქტურებს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მათ ზრახვებს განხორციელება არ უწერია, ისინი ვერ ეღირსებიან, რომ საქართველო როგორმე დააშორონ დასავლურ სტრუქტურებს

ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ეღირსებიან იმას, რომ საქართველო როგორმე დააშორონ დასავლურ სტრუქტურებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ნატოს. ეს არის მათი ოცნება და მიზანი, მაგრამ ამას ისინი ვერ ეღირსებიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ზრახვებს განხორციელება არ უწერია.

„იცით, როდესაც საგანგებო ვითარებაა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ყოველთვის ცდილობს, რომ როგორღაც საქართველო დასავლეთის სტრუქტურებს დააშოროს და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. იწყებენ-ხოლმე საუბარს იმაზე, რომ ქვეყანა დაფინანსებას ვეღარ მიიღებს და ასე შემდეგ. ესაა მათი სტანდარტული რიტორიკა, თუმცა, როდესაც ჩვენ ჩავიხედავთ, რეალურად თუ რაშია საქმე, ვნახავთ, რომ მათ ამ ზრახვებს განხორციელება არ უწერია. ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ეღირსებიან იმას, რომ საქართველო როგორმე დააშორონ დასავლურ სტრუქტურებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ნატოს. ეს არის მათი ოცნება და მიზანი, მაგრამ ამას ისინი ვერ ეღირსებიან. ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-თან, ევროკავშირთან, ნატოსთან და ეს თანამშრომლობა არა მარტო შენარჩუნდება, არამედ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. მათ აქვთ საპირისპირო მიზანი, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი და სვლას ამ მიმართულებით განვაგრძობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.