სტუდია Metro-Goldwyn-Mayer-მა რიდლი სკოტის კრიმინალური დრამა „გუჩის სახლის“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.
„გუჩის სახლი“ ეკრანებზე ნოემბერში გამოჩნდება. ის ეძღვნება Gucci-ს მოდის სახლის დირექტორის, მაურიციო გუჩის მკვლელობას, რომელიც 1995 წელს ჩაცხრილეს. მკვლელობის ორგანიზატორად ბიზნესმენის ყოფილი მეუღლე პატრიცია რეჯანი ცნეს.
მაურიციო გუჩის როლს ადამ დრაივერი, პატრიცია რეჯანის როლს კი ლედი გაგა ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯარედ ლეტო, ალ პაჩინო, სალმა ჰაიეკი და ჯერემი აირონსი.