ნინო ჭელიძე: ბატონი ირაკლი განათლების საერთაშორისო ცენტრის სულისჩამდგმელია - ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის

ნინო ჭელიძე: ბატონი ირაკლი განათლების საერთაშორისო ცენტრის სულისჩამდგმელია - ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის

განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან მიმართა და აღნიშნა, რომ პროგრამის სულისჩამდგმელი ირაკლი ღარიბაშვილია.

„ეს პროგრამა, მთლიანად, ბატონი ირაკლის იდეაა და, დასაწყისში, ის ჩართული იყო მის ყოველდღიურ დაგეგმვასა და მართვაში. შემდეგ, ჩვენც შევძელით მისი შესაბამისად გაგრძელება. ბატონი ირაკლი იყო ამ პროგრამის სულისჩამდგმელი. 8-წლიანი მუშაობის განმავლობაში, 1 500-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა, 400-მდე ბენეფიციარი დაბრუნდა. დავიწყეთ სამი პროგრამით და დღეს უკვე 12 სქემა გვაქვს. ყოველწლიურად ვამატებთ ახალ პროგრამას. ცენტრი ორიენტირებულია ხარისხიან სასტიპენდიო პროგრამებზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ირაკლის ამისთვის“, - განაცხადა ნინო ჭელიძემ.

დღეს განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო წელი დასრულდა. ცენტრი 2014 წელს დაარსდა და მისი მისიაა, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში, საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით.