17 წლის შემდეგ საიმონ ქოუელის ბრიტანულ X Factor-ს ხურავენ

17 წლის შემდეგ საიმონ ქოუელის ბრიტანულ X Factor-ს ხურავენ

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური შოუს, X Factor-ის ისტორია ბრიტანეთში 17 წლის შემდეგ სრულდება. საიმონ ქოულის შოუს, რომელმაც უამრავი ვარსკვლავი, მათ შორის ჯგუფი One Direction აღმოაჩინა, მომდევნო სეზონი აღარ დაუმტკიცდა.

დიდ ბრიტანეთში ბოლო X Factor 2018 წელს გაიმართა. მაუწყებლობა ITV-მა შოუს გაუქმება ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა.

"ამჟამად ამ სცენაზე X Factor-ის მომდევნო ეპიზოდების გადაღების შესახებ სამომავლო გეგმები არ არსებობს", — აცხადებს ITV.

X Factor 2004 წელს დაიწყო და მალე იმდენად პოპულარული გახდა, რომ შოუ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც გაიმართა. მუსიკალურ შოუში კონკურსანტებს მენტორობას პროფესიონალი ჟიურის წევრები უწევენ, ხოლო გადაწყვეტილებას კი მაყურებელი იღებს.

 

 

Katana . ძალიან გულდასაწყვეტია!..
მთელი ეს წლები ერთგული მაყურებელი ვიყავით ამ შოუსი.
უამრავი ადამიანი ისე ჩავიდოდა მიწაში, კარის მეზობლებსაც კი არაფერი ეცოდინებოდათ მისი ნიჭიერების შესახებ, რომ არა საიმონის შოუ, რომელმაც ისინი მსოფლო ვარსკვლავებად აქცია!..
3 წლის უკან