არჩილ თალაკვაძე: წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ნიკა გვარამია არა მედიასა და ჟურნალისტებს, არამედ რადიკალურ ძალას წარმოადგენს

არჩილ თალაკვაძე: წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ნიკა გვარამია არა მედიასა და ჟურნალისტებს, არამედ რადიკალურ ძალას წარმოადგენს

წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ნიკა გვარამია არა მედიასა და ჟურნალისტებს, არამედ რადიკალურ ძალას წარმოადგენს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიამ საჯაროდ განაცხადა, რომ მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც მას ჰყავს ჩაბარებული, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„ეს არის ადამიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-სა და მის ჟურნალისტებს იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის და დღესაც, ის მედიასა და ჟურნალისტებს, რომელიც მას ჰყავს ჩაბარებული, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. სიმბოლურია, ვინაიდან ამ წლების განმვლობაში ჩვენ ამას ვამბობდით, რომ ნიკა გვარამია არა მედიასა და ჟურნალისტებს, არამედ რადიკალურ ძალას წარმოადგენს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„მთავარმა არხმა“ მუშაობის სპეციალური რეჟიმიდან გამოსვლა და მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმზე გადასვლა დააანონსა.