ენტონი ბლინკენი: ავღანეთი გარიყული სახელმწიფო გახდება, თუ თალიბები ძალაუფლებას ძალის გამოყენებით ჩაიგდებენ ხელში

ენტონი ბლინკენი: ავღანეთი გარიყული სახელმწიფო გახდება, თუ თალიბები ძალაუფლებას ძალის გამოყენებით ჩაიგდებენ ხელში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ავღანეთი გარიყული სახელმწიფო გახდება, თუ თალიბები ძალაუფლებას ძალის გამოყენებით ჩაიგდებენ ხელში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ღრმად შემაშფოთებელი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აჯანყებულები სისასტიკეებს სჩადიან იმ რეგიონებში, სადაც კონტროლს ამყარებენ.

„თალიბების თქმით, მათ სურთ საერთაშორისო აღიარება, ავღანეთის საერთაშორისო მხარდაჭერა, სანქციების მოხსნა, მათ სურთ, რომ მათ ლიდერებს მსოფლიოს გარშემო თავისუფლად მოგზაურობა შეეძლოთ და ა.შ. ძალაუფლების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდება და ხალხის უფლებების დარღვევა არასწორი გზაა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

19 ივლისს ავღანეთში 15-მა დიპლომატიურმა მისიამ და ნატოს წარმომადგენელმა თალიბებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ავღანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ „თალიბანის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ ავღანეთის საზღვრების 90%-ს აკოტროლებენ, სრული სიცრუეა

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.