“ბავშვებს მხოლოდ მაშინ ვბანთ, როდესაც მათზე ჭუჭყს ვამჩნევთ” – ეშტონი და მილა საპნის ხშირი გამოყენების წინააღმდეგ

“ბავშვებს მხოლოდ მაშინ ვბანთ, როდესაც მათზე ჭუჭყს ვამჩნევთ” – ეშტონი და მილა საპნის ხშირი გამოყენების წინააღმდეგ

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და პოპულარული ვარსკვლავური წყვილი, მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი კვლავ იქცევენ საზოგადოების ყურადღებას მორიგი სკანდალური ინტერვიუთი.

მილამ და ეშტონმა რამდენიმე დღის წინ Dax Shepard and Monica Padman-ის Armchair Expert ეპიზოდის ფარგლებში შვილების ყოველდღიურ რუტინაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ კატეგორიული წინააღმდეგები არიან საპნის ყოველდღიური გამოყენების.

როგორც ვარსკვლავური წყვილი აღნიშნავს, საპნის ყოველდღიური გამოყენება ორგანიზმს ბუნებრივი ცხიმის გამოყოფაში უშლის ხელს.

“ორგანიზმი ყოველდღიურად გამოყოფს ცხიმს, ამ ბუნებრივ პროცესს კი ყოველდღიურად შხაპის მიღება ხელს უშლის.” – მილა კუნისი.

“ძალიან მარტივია, თუ ბავშვებზე ჭუჭყს შევნიშნავთ, ვწმენდთ. სხვანაირად არ არსებობს… ჩვენც ასე ვართ, მე ყოველდღიურად ვიბან იმ კონკრეტულ ადგილებს, რომლებიც ჩემთვის აუცილებელია, თუმცა შხაპს რეგულარულად არ ვიღებ.” – ეშტონ კატჩერი.