ჩაკ ნორისმა 83 წლის ქალს კარატეს შავი ქამარი გადასცა

ჩაკ ნორისმა 83 წლის ქალს კარატეს შავი ქამარი გადასცა

მსახიობმა ჩაკ ნორისმა იუტას შტატის მკვიდრს, 83 წლის კეროლ ტეილორს კარატეს შავი ქამარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს.

კეროლ ტეილორის განცხადებით, საბრძოლო ხელოვნებით ის 15 წლის წინ, 68 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც მას შვილიშვილი კარატეზე დაჰყავდა.

ამის შემდეგ ტეილორი ჩაკ ნორისის მიერ დაფუძნებული „საბრძოლო ხელოვნების გაერთიანებული ფედერაციის“ საერთაშორისო ყრილობაზე გამოვიდა და სხვადასხვა ილეთი აჩვენა.