ცნობილი ამერიკული მძიმე მეტალ-ჯგუფის Slipknot-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი დრამერი ჯოი ჯორდისონი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მუსიკოსის ოჯახმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯორდისონი ძილში გარდაიცვალა. ამ ეტაპზე მომხდარის მიზეზებზე არაფერია ცნობილი.
ჯორდისონი Slipknot-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მან ჯგუფი 1995 წელს დააარსა და მასში 2013 წლამდე უკრავდა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ჯგუფი მას შემდეგ დატოვა, რაც მას გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს.