ივანე ჩხაიძე:  არსად გაქრება კორონავირუსი - პანდემია არ დამთავრდება

ივანე ჩხაიძე:  არსად გაქრება კორონავირუსი - პანდემია არ დამთავრდება

არსად არ გაქრება კორონავირუსი, კორონავირუსმა მიაღწია იმას, რომ მუდმივი მუტაციის წყალობით მას აქვს მუდმივი უპირატესობა ჩვენს მედიკამენტებზე, ჩვენს ვაქცინებზე, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

„ძალიან ბევრ ადამიანს იმედი აქვს, რომ როგორც 2009-2010 წელს დამთავრდა სწრაფად გრიპის პანდემია, როგორც 1918-1920 წელს სწრაფად დამთავრდა გრიპის პანდემია, ახლაც კორონავირუსის სადღაც გაქრება. არსად არ გაქრება კორონავირუსი, კორონავირუსმა მიაღწია იმას, რომ მუდმივი მუტაციის წყალობით მას აქვს მუდმივი უპირატესობა ჩვენს მედიკამენტებზე, ჩვენს ვაქცინებზე. გავრცელების სხვადასხვა მექანიზმებია, სხვადასხვა მეთოდები, სხვადასხვა შეღწევის გზები“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ ასევე აღნიშნა, რომ შეიძლება ისეთი ახალი შტამი გამოჩნდეს, რომ არ დაემორჩილოს არსებულ ვაქცინებს, თუმცა ვაქცინების წარმოებაში პროგრესიც იმდენად დიდია, რომ ერთ-ორ თვეში ახალი ვარიანტის შესაბამისი ვაქცინის მიღებაც შესაძლებელია.

„ეს არის კორონავირუსის თვისება, რომელიც სრულიად განასხვავებს მას სხვა ტიპის ვირუსებისაგან. არ დამთავრდება პანდემია. ვაქცინების მხრივ პერსპექტივა, რა თქმა უნდა, არის. ახლა ის ვაქცინა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც „დელტა“ ვარიანტზე მოქმედებს. „ლამბდა“ გამოჩნდა რამდენიმე კვირის წინ და აქტიურად ჩანაცვლდა უკვე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, განსაკუთრებით პერუში. შესაძლებელია, „ლამბდა“ არ დაემორჩილოს იმ ვაქცინებს, რომელსაც ახლა ვიყენებთ. მაგრამ ვაქცინების წარმოებაში იმდენად დიდი პროგრესია, რომ ვაქცინების მიმართვა ამ ახალი მუტაციის შემდეგ მიღებული ვარიანტისაკენ არის ძალიან სწრაფი და შეიძლება, ერთ-ორ თვეში მოხდეს, ამ მხრივ რესურსები, საბედნიეროდ, დიდია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.