ალეკო ელისაშვილი: უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა იმ მასშტაბით, როგორც თავიდან გვეგონა

ალეკო ელისაშვილი: უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა იმ მასშტაბით, როგორც თავიდან გვეგონა

როდესაც მოლაპარაკებების რაუნდების „ქართული ოცნება“ ოპოზიციას გვთავაზობდა შედეგების გადათვლას, ოპოზიციიდან კი აბსოლუტურად ყველამ უარი თქვა ამაზე, მე მაშინ მივხვდი, რომ გაყალბების მასშტაბი არ იყო ისეთი დიდი, როგორც ჩვენ გვეგონა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„პოლიტიკოსებმა, რომლებსაც შეგვიძლია საკუთარი შეცდომების აღიარება, მალევე ვთქვით - პირადად მე მოლაპარაკებების რაუნდების დროს ვნახე, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას გვთავაზობდა შედეგების გადათვლას, ოპოზიციიდან კი აბსოლუტურად ყველამ უარი თქვა ამაზე. მე მაშინ მივხვდი, რომ გაყალბების მასშტაბი არ იყო ისეთი დიდი, როგორც ჩვენ გვეგონა. ამის შემდეგ ჩვენ ვერ წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომ არჩევნები მასშტაბურად იყო გაყალბებული. ამას დაემატა ISFED-ის ისტორია და საერთო ჯამში უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა იმ მასშტაბით, როგორც თავიდან გვეგონა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

საკანონმდებლო ორგამომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემუშავებული დასკვნა და რეკომენდაციები დაამტკიცა.

Katana . აჰ, როგორ შეიძლება ამის აღიარება!.. ბოლომდე უნდა მიაწვეთ პირველ ჩვენებას, როგორც დანარჩენი ოპოზიცია, რომ საშინლად გაყალბდა! ფაქტობრივად, მოგპარეს არჩევნები!!!
მერე რა, თუ ვერავინ დაამტკიცა?! - დამტკიცება ხომ არ არის მთავარი!.. მთავარია, რომ განუწყვეტლივ იმეორონ ეს მანტრა, ვიდრე კიევიდან არ მოვა რამე ახალი მესიჯი!
2 წლის უკან