ნათია თურნავა „მთავარი არხის“ მიკროფონზე:  არ დაუბრუნებიათ ჯერ? მოეწონა, ეტყობა

ნათია თურნავა „მთავარი არხის“ მიკროფონზე:  არ დაუბრუნებიათ ჯერ? მოეწონა, ეტყობა

მოეწონა, ეტყობა, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ქმედება, რომელმაც „მთავრია არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.

კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა ის, მინისტრის ქმედებას თურნავამ უპასუხა - „არ დაუბრუნებიათ, ჯერ? მოეწონა ეტყობა“.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი გამოართვა და განაცხადა, რომ აღარ დაუბრუნებს. ჟურნალისტმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.