ირაკლი კობახიძე წულუკიანზე:  ვფიქრობ, მიკროფონს დააბრუნებს, ნუ დარდობთ

ირაკლი კობახიძე წულუკიანზე: ვფიქრობ, მიკროფონს დააბრუნებს, ნუ დარდობთ

თეა წულუკიანის საქციელი იყო მარტივი პერფორმანსი. მგონია, მიკროფონს დაგიბრუნებთ, ნუ დარდობთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თბილისში ეს პლაკატები კონკრეტულმა ადამიანებმა გამოაკრეს. ნახეთ, ამაზე რამდენად მძიმე რეაქცია ჰქონდათ ამ პლაკატებზე გამოსახულ პირებს. ამის მიზეზია მარტივი – ზუსტად იციან, რომ პლაკატზე რაც ეწერა, რეალურად სიმართლეა. ეს ხომ ჩვენ არ გაგვიკეთებია? შეგახსენებთ, პოსტერებზე ვინ გამოსახეს – ეს იყო სააკაშვილი, კეზერაშვილი, „ჭუტა“, გვარამია, მელაძე. თითოეული ეს ადამიანი იმით გამოირჩევიან, რომ არიან სიძულვილისა და აგრესიის მთავარი გამღვივებლები ამ ქვეყანაში. მგონი, ამ ადამიანებმა თავის თავს უნდა მოხედონ. მედია რა შუაშია? – პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ იმ პლაკატებზე, რომელიც ვიღაცამ გამოაკრა. მედია არაფერ შუაშია და ეს თქვენც კარგად იცით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 22 ივლისს სენაკის თეატრში თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. „მთავარმა არხმა“ საქმის გამოძიების მიზნით კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

Katana . ჰო, ემა გოგოხიას გაუჭირდება მიკროფონის გარეშე...
აი, ინგა გრიგოლიასთვის რომ წაერთმია, პრობლემა არ იყო: ის მიკროფონის გარეშეც გააგონებდა ნახევარ საქართველოს.
2 წლის უკან