პრინცესა დაიანას ძმისშვილი, ლედი კიტი სპენსერი გათხოვდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 30 წლის კიტის რჩეული 62 წლის მილიარდერი მაიკლ ლიუსი გახდა. ქორწილი გასულ კვირას, იტალიაში, მე-17 საუკუნის სასახლეში გაიმართა.
მედიის ყურადღება პატარძლის ჩაცმულობამ მიიპყრო - ცერემონიის განმავლობაში მას Dolce & Gabbana-ს 5 სხვადასხვა კაბა ეცვა. მოდის სახლმა ხელნაკეთი კაბები სპეციალურად ამ დღისთვის შექმნა და Instagram-ზე ვიდეოც გამოაქვეყნა.
შემდეგ Dolce&Gabanna-ს Instagram-ზე სპენსერის 3 საქორწილო კაბის ფოტოც გამოქვეყნდა.