23 ივლისს კანიე ვესტმა მეათე ალბომი, სახელად Donda-ს წარადგინა. ღონისძიება ატლანტაში, მერსედეს ბენცის სტადიონზე გაიმართა. როგორც ჩანს, ამ დასამახსოვრებელი ღონისძიებიდან ფანებმა შემოსავლის მიღება გადაწყვიტეს და ამ მიზნით eBay-ზე გასაყიდად ალბომის ღონისძიებიდან "წამოღებული" ჰაერი განათავსეს.
ერთ-ერთმა ფანმა შეთავაზებას თან ფოტოც დაურთო, რომელშიც ვხედავთ, როგორ უჭირავს ღონისძიებაზე ჰაერით სავსე პარკი. აღნიშნული ნივთის ღირებულება $3 330-ია, თუმცა თუ კარგად მოძებნით, შეგიძლიათ ეს "საგანძური" ხელში უფრო იაფადაც ჩაიგდოთ.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფანებმა კანიეს ღონისძიებიდან "წამოღებული" ჰაერი გასაყიდად eBay-ზე განათავსეს. 2015 წელს ჩიკაგოში გამართული ერთ-ერთი ღონისძიებიდან წამოღებული ჰაერის ფასმა აუქციონზე $60 000-ს მიაღწია.
ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დევს ერთი ექსპონატი: მჭიდროდ დახუფულ ნახევარლიტრიან ქილაში მოთავსებული მხატვარ მანცონეს განავალი.
ესენი ყიდიან კანიე ვესტის პრეზენტაციიდან აღებულ ჰაერს.
არ გამიკვირდება, თუ წავიკითხავ, რომ აუქციონზე გაიტანეს რომელიმე ცნობილი ადამიანის მიერ გამოყოფილი ნატურალური გაზები.