კანადელი ქალი 5 წელი ლატარიაში ერთსა და იმავე ციფრებს ირჩევდა და ჯეკპოტი მოიგო

კანადელი ქალი 5 წელი ლატარიაში ერთსა და იმავე ციფრებს ირჩევდა და ჯეკპოტი მოიგო

კანადის სოფელ ენისმორში მცხოვრები ქალი 5 წელი ლატარიაში ერთსა და იმავე ციფრებს ირჩევდა და 208 000-ზე მეტი კანადური დოლარი მოიგო. ამის შესახებ UPI წერს.

63 წლის ენ ჰიკის თქმით, ის რეგულარულად თამაშობდა ლატარიას და მუდმივად ერთსა და იმავე ციფრებს ირჩევდა.

როგორც აღმოჩნდა, გათამაშება ჯერ კიდევ 8 ივნისს გაიმართა, თუმცა გამარჯვების შესახებ მხოლოდ ახლა გაიგო, რადგან ბილეთის შემოწმება დაავიწყდა.