ახალი საფრთხე - ვინ არის ქალი, რომელსაც ყირიმ-კონგო და კორონავირუსი ერთდროულად დაუდასტურდა და სასწრაფოდ თბილისში გადმოიყვანეს

ახალი საფრთხე - ვინ არის ქალი, რომელსაც ყირიმ-კონგო და კორონავირუსი ერთდროულად დაუდასტურდა და სასწრაფოდ თბილისში გადმოიყვანეს

ახალციხეში, 40 წლამდე ქალს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და კორონავირუსი ერთდრიულად დაუდასტურდა. თავდაპირევლად ის ახალციხის კლინიკა "იმედში" მკურნალობდა, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებს:

გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის შესაბამისად, უსაფრთხოების წესების დაცვით, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დაამუშაონ;

მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;

ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ;

დაავადების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.