არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვან შვილებს აედევნენ, რეალურად ტელევიზიებთან კი არა, პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან გვაქვს საქმე

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვან შვილებს აედევნენ, რეალურად ტელევიზიებთან კი არა, პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან გვაქვს საქმე

პრემიერ-მინისტრ არასრულწლოვან შვილებს აედევნენ, რეალურად ტელევიზიებთან კი არა, პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ამ დღეებში, პრემიერ-მინისტრთან ჟურნალისტებს არაერთი უშუალო შეხება ჰქონდათ და შეეძლოთ მისთვის ნებისმიერი შეკითხვა დაესვათ. რას ეკითხებოდნენ ყველამ ვნახეთ, ეს შეკითხვა კი არა პოლიტიკური სლოგანი იყო, რომელსაც არცერთი ეთიკური ტელემედია არ იკადრებს. პრემიერ-მინისტრის ოჯახი, მისის არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც კახეთში იმყოფებიან გახდნენ ჟურნალისტების მხრიდან ადევნებისა და საინფორმაციო ზეწოლისა და ძალადობის სუბიექტები. ეს არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აქ რეალურად ტელევიზიებთან კი არ გვაქვს საქმე, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან, რომლებიც ხელში ჰყავთ ოპოზიციასა და ყოფილი ხელისუფლების დამნაშავეებს. მე ვთვლი, რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის ეს ნაწილი დღეს საფრთხეშია და ამას სჭირდება სამოქალაქო საზოგადოების აქტიური რეაგირება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.