"ეს ნარკომანი არაკაცი არის ქოცების კოლექტიური სახე" - მიხეილ სააკაშვილი ხატია დეკანოიძის თავდამსხმელზე

"ეს ნარკომანი, არაკაცი არის ქოცების კოლექტიური სახე" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხატია დეკანოიძეზე თავდამსხმელ გიგა ომანიძეზე Facebook-ზე წერს.

აი, ასეთების იმედზე არიან დღეს, საქართველოს ხელისუფლების მიმტაცებლები და უზურპატორები - ამათ გარდა, პრაქტიკულად მათ არავინ არ დარჩათ, ეს ნარკომანი არაკაცი არის ქოცების კოლექტიური სახე. მათ სურთ, რომ ყველა ნორმალურმა დატოვოს საქართველო და მხოლოდ ასეთები დარჩნენ, ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვილია - ვერ ეღირსება! ყველაფერი, სულ მალე შემოტრიალდება.

საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა უნდა მოახერხოს დაორგანიზება და საკუთარი თავის დაცვა მოძალდეებისგან, კრიმინალებისგან, ყაჩაღებისგან - სხვანაირად, არაფერი არ გამოგვივა იმ პირობებში, როცა პოლიცია და სახელმწიფო აპარატი ხალხს, აღარ იცავს, - წერს მიხეილ სააკაშვილი.