მიხეილ სარჯველაძე: მედიასაშუალების წარმომადგენელთა ქცევა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

მიხეილ სარჯველაძე: მედიასაშუალების წარმომადგენელთა ქცევა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

მომხდარი ფაქტი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ამ შემთხვევაში მედიასაშუალების წარმომადგენელთა ქცევა.. ეს უდავოა და ამას ვერავინ უარყოფს, ეს გამორიცხულია, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მთავრობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა.

„მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ყველას მოუწოდო, რომ განურჩევლად იმისა, რა პროფესიის მსახურებაშიც არ უნდა იყვნენ, ყველას უკლებლივ, რომ ბავშვის ინტერესს, ბავშვის უფლებას, ზოგადად ბავშვს რომ ეხებით, იქ ერთად-ერთი პრინციპი არსებობს, რომ ბავშვის მიმართ სიფრთხილე გვმართებს და არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს არცერთი არგუმენტი და არაა მისაღები, რაც ბავშვის უფლებების უგულებელყოფას, მათ სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენებას ამართლებს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ესა მუშაობის არაცივილური მეთოდი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა გუშინ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ვიდეო და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და მათ კითხვებს უსვამდა, ხოლო შემდეგ სახლის ეზოს ფარულად კადრებს უღებდა.