გიორგი ვოლსკი: ნიკა მელიას არანაირი შანსი არ აქვს

გიორგი ვოლსკი: ნიკა მელიას არანაირი შანსი არ აქვს

ნიკა მელიას კანდიდატურაც დესტაბილიზაციისთვისაა შერჩეული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ნიკა მელიას არანაირი შანსი არ აქვს, რადგან საზოგადოება, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, არანაირად არ ესწრაფვის დესტაბილიზაციას. ნიკა მელიას კანდიდატურაც სწორედ ამ კუთხითაა შერჩეული. ეს არის ის რეალობა, რასაც დღეს თვალი უნდა გავუსწოროთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.