თბილისის მერია:  ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქში მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები, რაც უკანონო ქმედებაა, პლაკატებს ჩამოხსნის „თბილსერვის ჯგუფი“

თბილისის მერია:  ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქში მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები, რაც უკანონო ქმედებაა, პლაკატებს ჩამოხსნის „თბილსერვის ჯგუფი“

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

„აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში“, – აცხადებენ მერიაში.