კელი დეგნანმა ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

კელი დეგნანმა ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა .

დიპლომატმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

„მინდა, პირადად გადავუხადო მადლობა მინისტრ ტიკარაძეს და ამ სამინისტროს თანამშრომლებს, მათი დაუღალავი შრომისთვის და არაჩვეულებრივი კოორდინაციისთვის, რომ ჩამოსული ვაქცინა დროულად მივიდეს ქართველ ხალხთან. მოვუწოდებ ყველას, ვისაც საქართველოში ვაქცინაცია ეკუთვნის, ისარგებლონ ამ შემთხვევით და აიცრან სწრაფად, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო გზა თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და ამასთან, ეს არის ერთადერთი გზა ეკონომიკის აღსადგენად.
მე უკვე გავიკეთე „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა და აშშ-ის საელჩოს თითქმის სრული გუნდი უკვე აიცრა „ფაიზერით“. გირჩევთ, მოგიწოდებთ, თქვენც აიცრათ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.