ნინო ლომჯარია: მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქებისას პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

ნინო ლომჯარია: მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქებისას პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია, დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ის გვერდზე წერს.

ლომჯარია მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით იმოქმედონ.

„დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს. შესაბამისად, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით“, - წერს ლომჯარია.

 

Katana . ვაა, ამ პროვოკატორების საქციელში ლომჯარიასაც კი არ მოეწონა რაღაც? მიკვირს!
და, "ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ" - რაო? არა უშავსო?
2 წლის უკან