გურამ მაჭარაშვილი: ჩემი თვალსაზრიასით თეა წულუკიანის მოქმედება ზომიერი და ადეკვატური იყო

გურამ მაჭარაშვილი: ჩემი თვალსაზრიასით თეა წულუკიანის მოქმედება ზომიერი და ადეკვატური იყო

ბუნებრივია რომ, როცა შენ შედიხარ პირდაპირ კონფლიქტში, მეორე მხრიდან შესაბამის, ზომიერ, ადეკვატური რეაქციას უნდა ელოდე, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„სწორედ ასეთი ზომიერი, ადეკვატური რეაქცია იყო ჩემი თვალსაზრიასით თეა წულუკიანის მოქმედება“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

22 ივნისს სენაკის თეატრში განათლების მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ჟურნალისტი თეატრის დარბაზში შევიდა და მინისტრს კითხვა დაუსვა, რა დროსაც თეა წულუკიანმა მას მიკროფონი წაართვა.

„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართა. გვარამია მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.