რომან გოცირიძე განცხადებით თეა წულუკიანი სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს

რომან გოცირიძე განცხადებით თეა წულუკიანი სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი რომელიც საკუთრების უფლებას უნდა იცავდეს, იდგა და სხვისი ქონებით პოზიორობდა სცენაზე, - ასე გამოეხმაურა გუშინ სენაკის თეატრში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

„ეს სამარცხვინო ფაქტი იყო და სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს“, - აღნიშნა გოცირიძემ.

22 ივნისს სენაკის თეატრში განათლების მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ჟურნალისტი თეატრის დარბაზში შევიდა და მინისტრს კითხვა დაუსვა, რა დროსაც თეა წულუკიანმა მას მიკროფონი წაართვა.

„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართა. გვარამია მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

 

amo ოხ ეს კლიმაქსი
2 წლის უკან
amo ნინო გიორგობიანი: „TV პირველი“ პრემიერის არასრულწლოვან შვილებს მისდევს და კითხვებს უსვამს... რაც არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება
2 წლის უკან
Katana . შენ და შენი პარტია რომ სამართლის სრული დაცვით დასჯილიყავით თავის დროზე, ახლა პარლამენტში კი არა, ცოცხლებს შორისაც არ იქნებოდით ბევრი!..
2 წლის უკან