ნინო გიორგობიანი: „TV პირველი“ პრემიერის არასრულწლოვან შვილებს მისდევს და კითხვებს უსვამს... რაც არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება

ნინო გიორგობიანი: „TV პირველი“ პრემიერის არასრულწლოვან შვილებს მისდევს და კითხვებს უსვამს... რაც არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება

„TV პირველი“ პრემიერის არასრულწლივან შვილებს დასდევს და შეკითხვებს უსვამს 11 და 16 წლის ბავშვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

„დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს "ტვ პირველი" 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები - 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. მეგობრებო, დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!“, - წერს ნინო გიორგობიანი.