ზურაბ ჯაფარიძე მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად ითანამშრომლოს

ზურაბ ჯაფარიძე მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად ითანამშრომლოს

პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას.

მათივე განმარტებით, გადაწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით მიიღეს, ხმები კი ასე გადანაწილდა: მომხრე: 54.72% (232 ხმა), წინააღმდეგი: 45.28% (192 ხმა).

კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა „ფეისბუქ“ ჯგუფში დღეს, 12:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა.

romani არ მჯერა, ჯერ ეს ერთი, ეს არ არის პირველი დანებება, მათთან ერთად არ იყავი სულ, და, მეორე, ერთჯერადად რომ დანებდები, მერე სულერთია, დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის ქცევა ეწოდება ამას. სხვანაირი, თან უამრავი, განსაზღვრებაც შეიძლება მოიძებნოს.
3 წლის უკან