2030 წლისთვის Mercedes-ი შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს აღარ გამოუშვებს და ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა. ამის შესახებ ბრენდის საკუთრებაში არსებული კომპანია Daimler-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია.
Mercedes-ის ყველა ახალი მოდელი ელექტროენერგიაზე უკვვე 2025 წლიდან იმუშავებს, თუმცა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ძველი მოდელების გამოშვება გაგრძელდება.
გარდა ამისა, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 8 ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამისთვის Mercedes-ი 40 მილიარდ ევროს დახარჯავს.