მედიაში სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ სიუჟეტის დეტალები გავრცელდა

მედიაში სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ სიუჟეტის დეტალები გავრცელდა

ტაბლოიდმა Page Six სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელების ფრაგმენტები მოიპოვა. გამოცემის ინფორმაციით, ახალ სერიალში მთავარი გმირი კერი ბრედშოუ ქმართან განქორწინების გადატანას ცდილობს.

ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ კერი და მისტერ ბიგი დაშორების შემდეგ ქონების განაწილების გამო დაიწყებენ დავას. ერთ-ერთ სცენაში სარა ჯესიკა პარკერის პერსონაჟი მირანდასთან (სინტია ნიქსონი) და შარლოტთან (კრისტინ დევისი) სადილობს და შექმნილი ვითარების შესახებ უყვება.

„პოდკასტს ვწერდი, თმას ვიბანდი. კი, არ ვჭამდი და არ მეძინა, მაგრამ ქორწინებაში თავს კარგად ვგრძნობდი. ახლა კი უბრალოდ ერთ-ერთი ვარ, იმ ცოლებს შორის, რომლებზეც ის ზრუნავს?“ - ამბობს ამ სცენის დროს კერი.

კერის და მისი ოცნების მამაკაცის განქორწინების მიზეზების შესახებ Page Six-მა არაფერი იცის. თუმცა, ცნობილია, რომ მისტერ ბიგი სერიალში არ გამოჩნდება, რადგან მსახიობმა კრის ნოტმა პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ახალ სერიალში 10 ნახევარსაათიანი ეპიზოდი იქნება, გადაღებები 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ცნობილია სერიალის სახელწოდება - And Just Like That… („და აი ასე...“).