საქართველოში და მსოფლიოში კოვიდ პანდემიის მეოთხე ტალღა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ელოდნენ. ამის მიზეზი კი ინდური შტამის, ანუ „დელტა“ შტამის გავრცელებაა, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით კი მოზარდებში. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და „დელტას“ შტამით ჩვენს ქვეყანაშიც დაინფიცირდნენ ბავშვები. სულ, დაახლოებით, 400-მდე მოზარდია კოვიდინფიცირებული, ხოლო 2 გარდაცვლილი გვყავს.
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მაღალეფექტურიანი ვაქცინა „ფაიზერია“ და ამ ვაქცინით აიცრნენ. ფხაკაძე for.ge-თან ასევე აცხადებს, რომ შესაძლებელია, ჩინური ვაქცინაციის შემდეგ, მესამე აცრა „ფაიზერით“ მოხდეს - ეს უფრო ეფექტურია.
საქართველოში პანდემიის მოთხე ტალღა დაიწყო. რა ხდება ამ მხრივ ევროპაში და რატომ დავდექით მეოთხე ტალღის საშიშროების წინაშე ზაფხულში, რადგან აქამდე ეს კოვიდტალღები შემოდგომა-გაზაფხულზე იყო ხოლმე?
- სამწუხაროდ, ყველაფრი შეიცვალა იმის შემდეგ, რაც „დელტას“ შტამი გაჩნდა. წინა შტამები მეტ-ნაკლებად შესწავლილი იყო, ვიცოდით, რა სირთულეებთან გვქონდა საქმე. თუმცა, „დელტას“ შტამი უფრო ვერაგი და რთული აღმოჩნდა. არავინ ელოდებოდა, რომ „ინდური შტამი“ ასეთი ვერაგი იქნებოდა. შედეგად, მარტო საქართველოში კი არა, მთელს მსოფლიოში არავინ ელოდა ასეთ აფეთქებას. მოხდა ვირუსის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გაზრდა. ეს იყო მოულოდნელობა, ყველას ეგონა, რომ შემდეგი ტალღა სექტემბერში იქნებოდა. კოვიდს ცირკლულირება 5-თვიანი აქვს.
კოვიდის შტამებიდან ვიცით შტამი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, „დელტა“ შტამი ყველაზე საშიშია. რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს, როგორ გაიგოს მოქალაქემ რომ კოვიდის „დელტა“ შტამი აქვს?
- ეს არის ჩვეულბრივი კორონავირუსი, უბრალოდ, უკვე ცნობილ შტამებს შორის განსხვავება არის მხოლოდ და მხოლოდ გავრცელებაში, თორემ კლინიკური მიმდინარეობა იგივეა. პრინციპში, სიკვდილიანობაც იგივეა. თუმცა, ვინაიდან „დელტას“ შტამი უფრო ბევრ ადამიანზე ვრცელდება, შესაბამისად უფრო ბევრი ავადმყოფდება. ასევე, ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ბავშვებში დაიწყო გავრცელება, რომელიც წინა შტამებში უფრო ნაკლები იყო.
„დელტა“ შტამის ბავშვებში გავრცელების მხრივ ევროპაში როგორი მდგომარეობაა?
- ყველა ქვეყანაში სხვადასხვა სტატისტიკაა. ევროპისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციების პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ევროპაში ძალიან რთული სიტუაციაა. სამწუხაროდ, „დელტას“ შტამით დაავადებული ბავშვები ყველა ქვეყანას ჰყავს. ზაფხულია, დასვენების პერიოდია და ქვეყნებს შორის მოძრაობა გახშირებულია, ამის გამო მთელი ევროპის მოსახლეობა მოდუნდა და ამიტომაც მივიღეთ ასეთი ვითარება. საქართველოც ევროპის ნაწილია და იგივე პრობლემებია, რაც სხვა ქვეყნებშია. უბრალოდ, საქართველოში ერთადერთი პროლემა ის არის, რომ ვაქცინაციის პროცესი დაბალია. ევროპაში უფრო მაღალეფექტურიანი ვაქცინებია და ვაქცინაციის მაჩვენებელიც მაღალია. თუმცა, „დელტა“ ვირუსმა ყველაფერი შეცვალა, მაგრამ არა ჩვენს სასიკეთოდ.
რატომ გაუსვით ხაზი, რომ ევროპაში უფრო მაღალეფექტურიანი ვაქცინებია, იმას ხომ არ გულისხმობთ, რომ საქართველოში ჩინური ვაქცინით მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრა და თქვენ მას არ აღიარებთ?
- არც ერთი ვაქცინაციის წინააღმდეგი არ ვარ. უბრალოდ, კვლევებმა აჩვენა, რომ სადაც ჩინური ვაქცინით მიმდინარეობდა აცრა, არ აღმოჩნდა ისეთი მაღალეფექტური, როგორც თავიდან გვეგონა. კვლევებმა გვაჩვენა, რომ საჭიროა ძლიერი ვაქცინა, როგორიც არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“. ეს ორი ვაქცინა უფრო უკეთეს შედეგს გვაძლევს.
თუ ასეთი დაბალეფექტური ჩინური ვაქცინა, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩინური ვაქცინით აიცრნენ, შესაძლოა, რომ მესამედაც დაჭირდეთ აცრა, ან სხვა ვაქცინის გაკეთება?
- ბაჰრეიმის მაგალითი რომ ავიღოთ, იქ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვინც ჩინური ვაქცინით იყო აცრილი, მესამეს „ფაიზერის“ დოზას უკეთებენ. ტაილანდს ფიზიკურად „ფაიზერი“ არ აქვს და იქ „ასტრაზენეკას“ აკეთებენ. მოკლედ, ყველა ქვეყანა საკუთარი გზის მოძებნას ცდილობს. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოშიც და ყველაზე ეფექტური იქნებოდა, რომ ჩინურ ვაქცინის შემდეგ, მესამე დოზა „ფაიზერით“ გაკეთდეს. ამით იმუნურ სისტემას გავაძლიერებთ და შედეგი გვექნება ის, რომ ადამიანები დაცულები იქნებიან. კი, ჩინური ვაქცინებიც ეხმარება პაციენტს და სიკვდილიანობასაც ქვევით წევს. უბრალოდ, ჩინურ ვაქცინას აქვს ერთი მინუსი, რომ მისი ვაქცინაციის შემდეგ ერთი თვის თავზე 40% ძალას კარგავს და ეს არის გასათვალისწინებელი.
ამბობთ, რომ ჩინური ვაქცინის შემდეგ შესაძლებელია „ფაიზერით“ აცრა, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი ორ სხვადასხვა დასახელების ვაქცინას როგორ მიიღებს?
- თავიდან იყო კვლევები და ამბობდნენ, რომ არ არის კარგი, მაგრამ ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ შერევა არის უფრო უკეთესი.
საქართველოში მიდის საუბარი იმაზე, რომ 16 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია დაიწყოს. თქვენ რამდენად ხართ მომხრე, რომ ბავშვები აიცრან?
- ბავშვების აცრა 12 წლიდან „ფაიზერის“ ვაქცინით არის რეკომენდირებული. ამას უკვე აკეთებენ ამერიკაში და კანადაში. სხვა ვაქცინის შემთხვევა არ ვიცი.
ხომ არ შეიძლება ყველაფერს გადაესვას ხაზი საქართველოში და ადამიანის თანამდებობაზე დასმის და ერთადერთ მექანიზმად სამუდამოდ დავამკვიდროთ ნეპოტიზმი?!