ნებისმიერ ცნობილ მსახიობს პაპარაცები აწუხებენ და ყველა მათგანი თავისებური ხერხით ცდილობს მათგან თავის დაღწევას.
კინოს ვარსკვლავები თავიანთ სახლებს საკმაოდ განმარტოებულ ადგილებში აშენებენ, ქუჩაში კაპიშონწამოფარებულები გამოდიან, ავტომობილების მინებს ბურავენ, უარეს შემთხვევაში კი პაპარაცებს აპარატებსა და თავპირს ალეწავენ.
მაგრამ არსებობენ პაპარაცები, რომლებიც იმდენად თავხედები არიან, რომ ჩუმად აგედევნებიან მანქანით და საკმაოდ აგრესიულადაც იქცევიან გზაზე. ამის მაგალითად თუნდაც პრინცესა დაიანას სიკვდილი გამოდგება.
ბრიტანელი მსახიობი გვინეტ პელტროუ პაპარაცებს კანონის ხელით უმკლავდება.
ცოტა ხნის წინ ქალბატონი გვინეტი გამოცემა „The Sun”-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ როგორც კი შორიახლოს პაპარაცებს დალანდავს, მაშინვე პოლიციას უკავშირდება.
„მე თავად ვაფიქსირებ ყველაფერს. ვიღებ მათ სურათებს, მანქანებს და ნომრებს. თუ თავს არ მანებებენ, მაშინვე პოლიციაში ვრეკავ. კარგად ვიცი ჩემი უფლებები და, მერწმუნეთ, ხშირ შემთხვევაში აბეზარი ჟურნალისტების დაპატიმრებას ვახერხებ ხოლმე“. - განაცხადა გვინეტ პელტროუმ.