კახა კუჭავა მედიას

კახა კუჭავა მედიას"  ჩემი თხოვნა იქნება, ჟურნალისტური საქმიანობა ისე განახორციელოთ, როგორც მანამდე და თქვენი ქმედებებით, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს

ჩემი თხოვნა იქნება, ჟურნალისტური საქმიანობა ისე განახორციელოთ, როგორც მანამდე ხდებოდა და თქვენი ქმედებებით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას ცდება, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს, - ამ განცხადებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მედიის წარმომადგენლებს მას შემდეგ მიმართა, რაც ჟურნალისტებმა აივნიდან ბანერი „დასაჯეთ მოძალადეები“ გადმოფინეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის მისამართით ასევე განაცხადა, რომ ჟურნალისტებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ და ამის საშუალება ყოველთვის მოეცემათ.

„მოძალადეებიც აუცილებლად დაისჯებიან, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება, მათ შორის პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს - იქნება ეს საგამოძიებო კომისიის თუ სხვა ფორმატში. არსებობს ვიდეო კადრები, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება და ყველა უწყება აუცილებლად ანგარიშვალდებული იქნება მთელი საზოგადოების წინაშე. პარლამენტი ნამდვილად იქნება ის ადგილი, სადაც დაისმევა ყველა კრიტიკული კითხვა თუ რაიმე არ მოგვწონს“, - განაცხადა კუჭავამ