ბათუმში ერთ-ერთი კაფეს დაცვის თანამშრომელი სტუმარმა სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა

ბათუმში ერთ-ერთი კაფეს დაცვის თანამშრომელი სტუმარმა სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა

ბათუმის ბულვარში 55 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა კაფე „ვივა ლათინოში“ მოხდა. გარდაცვლილი ამავე ობიექტის დაცვის თანამშრომელია.

თვითმხილველების ინფორმაციით მას სასიკვდილო ჭრილობა დანით ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი უცნობია. ფაქტზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს