შალვა პაპუაშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს უარს დეპოლარიზაციაზე

შალვა პაპუაშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს უარს დეპოლარიზაციაზე

19 აპრილის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი იმ რეფორმებთან ერთად, რომელიც იქ არის გაწერილი, დეპოლარიზაცია და პარტიული კონკურენციაა, რომელიც გარკვეულ დემოკრატიულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ამ შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს უარს დეპოლარიზაციაზე. ნიშნავს, რომ ის ჯგუფი, რომელიც ხელს არ აწერს და არ აღიარებს ამ შეთანხმებას, არის დესტრუქციისა და რადიკალიზაციის მომხრე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.