გიგა ბოკერია ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ელენე ხოშტარია განიხილებოდა

გიგა ბოკერია ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ელენე ხოშტარია განიხილებოდა

"ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მის პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვნძო ქალაქებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე კოორდინირება და შეთანხმება აუცილებლად მიაჩნია.

კითხვაზე: იქნება თუ არა ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და ექნება თუ არა ვიცე-მერის კვოტა „ევროპულ საქართველოს“? - ბოკერიამ განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება ორ დღეში გაიგებს.

„აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, კოორდინირება და შეთანხმება ამ არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებზე. ჩვენი აზრით, დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს.

ამიტომ, იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში”, - განაცხადა ბოკერიამ.

amo თავს გაიშაყირებთ
2 წლის უკან
Katana . იმედია, ხვდებით, რომ არჩევნებისთვის მზადებას აზრი არა აქვს თქვენი მხრიდან.
ამიტომ შეგიძლიათ პირდაპირ საპროტესტო მიტინგისთვის დაიწყოთ მზადება: ვიდრე ბიულეტენების დათვლა დაიწყება, უკვე ბანერებით უნდა იდგეთ პარლამენტის წინ, რომ... მერამდენედ!!! გაგიყალბეს!!! არჩევნები!!!
რომ ამის ატანას უკვე აღარ აპირებს საქართველო!!!
და რომ თქვენს გვერდით არის დასავლეთი!!!
და მთელი პროგრესული კაცობრიობა!!!!
(სამზე ნაკლები ძახილის ნიშანი არსად არ უნდა გეწეროთ).
2 წლის უკან