ეს არის ცეცხლთან თამაში, როცა მმართველი ძალა დღეს სასწორზე აგდებს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას იმისათვის, რომ როგორმე შეინარჩუნოს სრული კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც მან აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ გონს არ მოვა, შეფასებები, რომელიც აშშ-დან ისმის, კონკრეტულ ქმედებებში გადავა.
„მე ვერ ვიხსენებ კრიტიკის ისეთ ნიაღვარს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის მხრიდან "ქართული ოცნება" რომ დღეს იღებს და ისეთ არაადეკვატურ რეაგირებას, რასაც "ქართული ოცნება" ახორციელებს. ეს არის ცეცხლთან თამაში და სრულიად უპასუხისმგებლო ქცევა, როცა მმართველი ძალა დღეს სასწორზე აგდებს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას იმისათვის, რომ როგორმე შეინარჩუნოს სრული კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე და არ აგოს პასუხი იმაზე, რომ მიმდინარეობდა სისტემური ორგანიზებული დევნა 5 ივლისს მედიის წარმომადგებლებზე”, - განაცხადა ჯაფარიძემ.