ამერიკელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა. მასთან ერთად 82 წლის მფრინავმა მერი უოლეს (უოლი) ფანკმა იმგზავრა. თავისი შთაბეჭდილებების შესახებ ეკიპაჟის უხუცესმა წევრმა პრესკონფერენციაზე მოჰყვა.
„ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მშვენიერი ინსტრუქტორი მყავდა, ყველაფრისთვის მოგვამზადა. ზევით ავედით და სიბნელე დავინახე. მეგონა დედამიწას დავინახავდი, მაგრამ საკმაოდ მაღლა ვიყავით. თავს ჩინებულად ვგრძნობდი. ვიწექი და კოსმოსში დავფრინავდი. ჯეფ ბეზოს, მინდა მადლობა გადაგიხადო, ძვირფასო, იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა მომეცი. დიდხანს ველოდი და როგორც იქნა კოსმოსში ავედი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ასტრონავტებისთვის ტრენინგები გავიარე - რუსეთში, აშშ-ში და ყოველთვის ვუსწრებდი კაცებს. ფრენა ძალიან მომეწონა. მშვენივრად გავატარეთ დრო, თითოეული წუთით ვტკბებოდი. უბრალოდ მინდოდა ყველაფერი უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო. სიამოვნებით გავფრინდებოდი კიდევ და რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა ფანკმა.
კომპანია Blue Origin-ის ხომალდმა New Shepard ისტორიაში პირველი სუბორბიტალური ფრენა განახორციელა. ბორტზე კომპანიის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, მისი ძმა მარკი, 18 წლის სტუდენტი ოლივერ დემენი და უოლი ფანკი იმყოფებოდნენ.
ცოტა ხნის წინ კოსმოსში სხვა მილიარდერი, Virgin Galactic-ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი გაფრინდა.
?
"საკმაოდ მაღლა" იყვნენ საიმისოდ, რომ დედამიწა დაენახათ?
სიბნელის მეტი არაფერი დაუნახავს და ბედნიერია :))
ეს, მგონი, მოატყუეს, რომ კოსმოსში იყო :))))