რეალურად, კალაძის კონკურენტი დღეს დედაქალაქში არსებული გამოწვევებია, - ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხებისთვის არის განწირული.
„კახიმ კარგად იცის, რომ მისი კონკურენტი არც მელია, არც ხოშტარია იქნება. ჩვენი გამოწვევა არის ის პრობლემები, რაც დედაქალაქს აქვს. ამიტომ სწორი თქვა კახიმ, რომ ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს. ვინმეს რამის შნო თუ აქვს, აგერ ბურთი და მოედანი და დაარწმუნონ თავისი ამომრჩეველი. არა ცეცხლითა და მახვილით, არამედ განცხადებებით, პროექტებით, პროგრამებით. მათ აპრიორი იციან, რომ წაგებულები, დამარცხებულები არიან“, - განაცხადა ზარქუამ.
ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.