მერის კანდიდატის წარდგენიდან გამოსულს ერთი ტელევიზიის აქტივისტი მეკითხება, ეთანხმებით თუ არა კალაძის განცხადებას, რომ ჟურნალისტები ზეწოლას და ბულინგს ახორციელებენო. არ ვეთანხმები, რადგან ეს არაა ზეწოლა, ესაა ფსიქოლოგიური ტერორი, უზნეო, აღტაცებული სპეკულირება ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებით და ეს არც პირველი შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ესაა ფსიქოლოგიური ძალადობა საზოგადოებაზე, ახალგაზრდობაზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, იმათმაც რა ქნან?! გვეკითხებიან, მოგვსდევენ, გვიყვირიან, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ… რასაკვირველია ყველას არ ეხება“, - წერს ვოსლკი.