„შეამჩნევდით, რომ პირველ რიგში, ერთი სკამი ცარიელია, გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი, კახი კავსაძის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც ყოველთვის ესწრებოდა ჩემს ღონისძიებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთაწმინდის პარკში, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინეს, სიმბოლურად, მსახიობ კახი კავსაძის ხსოვნის პატივსაცემად თავისუფალი სკამი დგას წარწერით – კახი კავსაძე.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.